გეწაძე ელდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ელდარ გეწაძე-დან)
გეწაძე ელდარ შალვას ძე - (27. IX. 1945, ზესტაფონი), ქართველი მომღერალი (ბარიტონი). საქართველოს სახალხო არტისტი (1984), 1971 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი).
1974-იდან თბილისის საოპერო თეატრის სოლისტია, ფლობს ძლიერ, ლამაზი ტემბრის ხმას. შესრულებული აქვს ბარიტონის წამყვანი პარტიები ქართველი, დასავლურ ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ოპერებში. ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას მრავალფეროვანი რეპერტუარით. გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ. 1985 ლენინგრადის სახელმწიფო ფილარმონიის მიერ დადგმულ ჯ. ვერდის ოპერაში „ნაბუქო“, გეწაძემ ნაბუქოს პარტია შეასრულა. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის კონსერვატორიაში (პროფესორი).