ბაქრაძე ელენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ელენე დარიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელენე დარიანი

ბაქრაძე ელენე − (1897-1979), პედაგოგი, პოეტი. ელენე დარიანი დაიბადა თბილისში. მისი პიროვნება დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც „დარიანული ციკლის” სახელწოდებითაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით, ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა „ქალურ” ეროტიკულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო − საიდუმლოებით მოცული ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა. „ცისფერყანწელთა” არქივით დასტურდება, რომ ელენე ბაქრაძე იცნობდა და მეგობრობდა არა მხოლოდ ამ დაჯგუფების წევრებთან, არამედ კონსტანტინე გამსახურდიასთან, გრიგოლ რობაქიძესთან, გალაკტიონ ტაბიძესთან. ელენე ბაქრაძე მეგობრებისგან და მეუღლისგან განსხვავებით რეპრესიებს გადაურჩა. დიდი ხნის განმავლობაში იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი.


წერილი ანა ახმატოვას
მე მინდა გითხრა სამძიმარი,
რომ ბლოკი მოკვდა!
ხანდახან ჩუმი და მძინარი
მეცა ვარ ბლოკთან.
ჩამოდი ჩემთან, მე მგონია,
ვიქნებით დები:
თუ პეტერბურგის აგონია
გიყვარს… და ვცდები.
თბილისის მადლი და მშვენება
გიშველის, ვიცი.
ორივეს ერთად გვეჩვენება
წასული პრინცი.
შენ დაღალული გიბანია


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები