დეპრესია ენდოგენური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ენდოგენური დეპრესია-დან)
დეპრესია, ენდოგენური - (depression, endogenous), მიუხედავად მრავალწლიანი ისტორიისა, მაინც წინააღმდეგობრივი ტერმინია, რომლითაც აღინიშნება დეპრესიული მდგომარეობა, სავარაუდოდ, მხოლოდ კონსტიტუციურ საფუძველზე განვითარებული, რომლის ორგანული ეტიოლოგიის ან მძიმე ფსიქოლოგიურ დისტრესთან კავშირის განსაზღვრა შეუძლებელია.
ტერმინი ასევე იხმარება აღწერილობითი თვალსაზრისით ისეთი დეპრესიული მდგომარეობის აღსანიშნავად, რომელიც ხასიათდება: გუნებ-განწყობის დაქვეითებით, რაც არ რეაგირებს გარე სტიმულებზე; დღის მანძილზე ემოციური სფეროს ციკლური ცვლილებებით; შეკავებით; ძილის დარღვევა, ტიპური ნაადრევი გამოღვიძებით; ანერგიით; ვიტალური დეპრესიის ნიშნებით; ასევე – რიგ შემთხვევებში, აჟიტაციით, დეპრესიული ბოდვითა და ჰალუცინაციებით.