ე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ენი-დან)
„ე“ – ქართული ანბანის მეხუთე ასო. მისი სახელია „ენი“; გრაფიკული სიმბოლო საშუალო აწეულობის არალაბიალისებული ხმოვანი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴄ მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ნუსხური ⴄ კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრული ე-ს ზედა და ქვედა ნაწილები რკალური ფორმისაა. ნუსხურ და მხედრულ ოთხხაზოვან სისტემაში ქვედა სამ ხაზს შორის იწერება:
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ხუთს (5), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანური რიგის მიხედვით) აღნიშნავს მეხუთეს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეხუთე პუნქტის ე მუხლი.