ჟდანოვაკანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ეჟოვანი-დან)
ჟდანოვაკანი, ჟდანოვი, 1939 წ-მდე ეჟოვანი, მისი ისტორიული სახელია ელიაკანი – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გორელოვკის თემის საკრებულოში, მადათაფის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2110-2130 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 21 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 542, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).
1939 წლამდე ატარებდა სახელმწიფო და პარტიული მუშაკის ნიკოლაი ეჟოვის, ხოლო მოგვიანებით ასევე სახელმწიფო და პარტიული მუშაკის ანდრეი ჟდანოვის სახელს.