განდეგილი (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ერისთავი-მდივანი დომინიკა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დომინიკა ერისთავი

განდეგილი – (1865 – 1929), ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. ნამდვილი სახელი და გვარი — დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი-მდივანი. დაიბადა სოფელ სალომინაოში (ქუთაისის მაზრა). 1893 წელს პირველი ლექსი – „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ – ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში” დაუბეჭდა. თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან”, როგორც ქართული ენის კარგი მცოდნე (იყო პირველი კორექტორი ქალი). ამავე გაზეთში 1894 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი”, რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები. განდეგილის ლექსების კრებული 1898 წელს გამოქვეყნდა, ლექსებისა და მოთხრობების კრებული – 1910 წელს მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი (პოემა „შეჩვენებული“), აგრეთვე, სამოქალაქო ლირიკული შესანიშნავი ნიმუშებია მისი „ჩადრი“, „ევა“, „მოწოდება“, „პოეტი“, „დილა“, „არა, არ ვსტირი“, „მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, „საცოდავო დედაჩემო“ აღსანიშნავია მისი თარგმანები, რომელთა შორის გამოირჩევა 1902 წელს გამოცემული ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“.

1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ „ნობათის“რედაქტორად დაინიშნა, მას ქართველჟორჟ სანდს უწოდებდნენ. განდეგილი იცნობდა და იზიარებდა ინდოელი მწერლის, რაბინდრანათ თაგორის შეხედულებებს. ჰქონდა მასთან მიმოწერა. აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა. ახლო მეგობრობა აკავშირებდა ალექსანდრე ხახანაშვილთან, ვაჟა-ფშაველასთან, ილია ჭავჭავაძესთან და მის მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან. ეხმარებოდა იაკობ გოგებაშვილს წიგნების კორექტურასა და რედაქტირებაში.


ავქსენტი ცაგარელს
აჰა, სანაცვლო შენის ამაგის,
დიდი და მცირე აცრემლებული,
სამკვიდრო ბინად ოთხი ფიცარი
და წინ სამარე განმზადებული.
„რაც გვინახია, ვეღარა ვნახავთ“,
ვეღარც მოვისმენთ შენს ტკბილს საუბარს,
დღეს სამუდამოდ ემშვიდობები
შენს ამხანაგებს, ძმას და მეგობარს.
ენა მახვილი, ნიჭით ძლიერი
რამ დაგიჩლუნგა და დაგიდუმა?
ნუთუ არ გესმის, რა გულ-დამწვარი
დაგტირის თავზე შენი „ხანუმა?“
ნუთუ ვერ ჰხედავ საწყალ „აკოფას“,
მწარედ მტირალსა და დაობლებულს,
ან და „გულ-ჯავარს“, თმა-გაწეწილსა,
მოხუც „ციმბირელს“, ცრემლის ტბად ქცეულს!
ვეღარას ჰხედავ ჩემო ასიკო,
უცბად მოგვშორდი და გაგვეყარე,
მშვიდობით, ძმაო! სხვას ვერას გიძღვნით _
ჩვენი გულია შენი სამარე.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები