გელბახიანი ვალერიან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვალერიან გელბახიანი-დან)
ვალერიან გელბახიანი – დაიბადა 1955 წლის 28 მაისს საჩხერეში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1981); ასპირანტურა (1985).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პროკურატურაში, გამომძიებლად (1981-87).
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, უშიშროების საბჭოს მდივანი (1998-99).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004) პარტიული სიით; ფრაქცია „აღორძინების“ თავმჯდომარის მოადგილე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრი.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) - მაჟორიტარი, №50 საჩხერის საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის და ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარის მოადგილე (2004-2007), ფრაქცია „ჩვენი საქართველო“-ს თავმჯდომარე (2007-2008).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი იურისტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის წევრები
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები