იზორია ვალერიან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვალერიან იზორია-დან)
ვალერიან იზორია – დაიბადა 1948 წლის 1 აპრილს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში.
განათლება – თბილისის პუშკინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1973).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო და პედაგოგიურ საქმიანობას.
- ჩხოროწყუს რაიონის პრეფექტი (1991-1992);
- კირცხის თემის საკრებულოს თავმჯდომარე (2002-2003);
- პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.