ხაჭაპურიძე ვაჟა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვაჟა ხაჭაპურიძე-დან)
ვაჟა ხაჭაპურიძე – დაიბადა 1947 წლის 11 მაისს ცხინვალის რაიონის სოფელ ქურთაში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (1972).
სამუშაო გამოცდილება
- სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული ცხინვალის რეგიონში.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, დემოკრატიული პარტიისაგან, ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების კომისიის წევრი.
- საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ქართულ-ოსურ ურთიერთობათა და ეკონომიკური განვითარების საკითხებში (1999-2002).