ჯვარი (რიტუალური თავთავის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვარსკვლავი (რიტუალური თავთავის)-დან)
ჯვარი – (ვარსკვლავი) - თავთავისაგან გაკეთებული ჯვარი, რომელიც თავთავებისაგანვე დაწნულ გვირგვინშია მოქცეული.
ზაფხულში კალოობისას წინა წელს დამზადებულ ასეთ ჯვარს დაშლიდნენ და კალოზე გაფენილ ძნებში მიმოაბნევდნენ ბარაქიანი მოსავლის დაბევების მიზნით.
გვიან პერიოდში, სოციალიზმის ბატონობის ჟამს, რიტუალი კვლავ მოქმედებდა, ოღონდ ჯვარს ვარსკვლავის ფორმა მისცეს და სახელიც „ვარსკვლავით“ შეუცვალეს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ამ უნიკუმის ერთადერთი ნიმუშია დაცული.