კალინიკოვი ვასილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვასილი კალინიკოვი-დან)
ვასილი კალინიკოვი − 1 იანვარი 1866 ს. ვოინი, - 29 დეკემბერი 1900 (11 იანვარი 1901), იალტა), რუსი კომპოზიტორი. შემოქმედების ძირითადი სფერო — სიმფონიური მუსიკა. ავითარებდა პ. ჩაიკოვსკისა და „მძლავრი ჯგუფის“ კომპოზიტორთა ტრადიციებს. მისი I სიმფონია (1895) - რუსული ლირიკული სიმფონიზმის ცნობილი ნიმუშია, დღესაც სრულდება. ავტორია აგრეთვე სიმფონიური სურათისა „კედარი და პალმა“ და სხვ. ნაწარმოებებისა.