თამარაშვილი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვასილ თამარაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ თამარაშვილი

ვასილ თამარაშვილი – (21. I. 1883, თბილისი,- 7. IV. 1957, იქვე), მუსიკოსი. 1911 დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, სამხედრო კაპელმაისტერის სპეციალობით. თეორიის კურს ასწავლიდა ზ. ფალიაშვილი. 20-იან წლებში შეუდგა ქართული ხალხური ინსტრუმენტების შესწავლას. მან პირველმა მოახდინა ქართული ხალხური ინსტრუმენტების რეკონსტრუქცია, გადაიყვანა ისინი სანოტო სისტემაზე და მისცა ახალი ჟღერადობა, მოახდინა მათი შერწყმა და ორკესტრად აჟღერება. მის მიერ გაუმჯობესებული ინსტრუმენტები ხასიათდება – სიმეტრიულობით, სიმებისა და მასალის ხარისხით, რამაც საშუალება მისცა, რომ 30-იან წლებში შეექმნა პირველი ხალხური ინსტრუმენტული ორკესტრი, რომლის ხემძღვანელი თავად იყო. რეკონსტრუირებული ინსტრუმენტების 11 სახეობა ინახება სანკტ- პეტერბურგის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში (გადაეცა 1937). თამარაშვილმა თითქმის 30 წელი მოანდომა მექანიკური, ნოტების საბეჭდი მანქანის შექმნას, რომლის პირველი ნიმუში ჯერ კიდევ 1936 დამზადდა. მოსკოვში მანქანათმშენებლობისა და ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტრომ პროექტი მოიწონა და გადასცა ლენინგრადის ოლქის ქ. ლიგოვოს ქარხანას სერიული დამზადებისათვის, მაგრამ 1941 მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ყველაფერი განადგურდა. ქარხანასთან ერთად,



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები