ვახტანგ აბაშიძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვახტანგ აბაშიძე – (დ. 5 იანვარი, 1941, ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ურეხი – გ. 11 თებერვალი, 2013). — ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – ქ. მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1970).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო თანამდებობებზე (1961-93);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი (1993-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, ხელვაჩაურის №83 საარჩევნო ოლქი, საბიუჯეტო-საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, ხელვაჩაურის №83 საარჩევნო ოლქი, საბიუჯეტო-საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, ხელვაჩაურის №83 საარჩევნო ოლქი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი (2009-2012).
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.