კვინიკაძე ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვახტანგ კვინიკაძე-დან)
ვახტანგ კვინიკაძე – დაიბადა 1959 წლის 22 ნოემბერს ქუთაისში.
განათლება – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი (1986).
სამუშაო გამოცდილება
- პედაგოგიური და სამეურნეო საქმიანობა.
- 1999 წლიდან საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.