მარტოლეკი ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვახტანგ მარტოლეკი-დან)
ვახტანგ მარტოლეკი – დაიბადა 1971 წლის 8 მარტს მცხეთაში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსისტ-ეკონომისტის სპეციალობით (1993).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საგადასახადო სისტემაში (1993-2005);
- მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (2006-2008).
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №27 მცხეთის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.