ყოლბაია ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვახტანგ ყოლბაია-დან)
ვახტანგ ყოლბაია – დაიბადა 1952 წლის 9 სექტემბერს გალში.
განათლება – მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი (1974); სამხედრო სამსახური (1975-76).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №9 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): არჩეული აფხაზეთიდან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარული, გალი აფხაზეთიდან, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1999-2004).
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;
- 2013 წლის თებერვლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები