სიმრუდის ვექტორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვექტორი სიმრუდის-დან)
სიმრუდის ვექტორი – სამგანზომილებიან ევკლიდურ სივრცეში წირის სიმრუდის ვექტორი d /ds, სადაც
– წირის მხების მგეზავი (ერთეულოვანი) ვექტორია, s – წირის რკალის სიგრძეა.
სიმრუდის ვექტორი მხები ვექტორის მართობულია და მისი სიგრძე წირის სიმრუდის ტოლია აღებულ წერტილში; მიმართულებით კი ემთხვევა წირის მთავარი ნორმალის მიმართულებას.