ოტრედი ვილიამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვილიამი ოტრედი-დან)
ოტრედი ვილიამი - (1575-1660), ინგლისელი მათემატიკოსი; შეიმუშავა ტრიგონომეტრიული და ალგებრული სიმბოლიკა, იყენებდა ლოგარითმულ სახაზავს. ნაშრომში „მათემატიკის გასაღები“ (1631) გეომეტრიული ამოცანების ამოსახსნელად იყენებდა ალგებრას. ამ თხზულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ალგებრის შემდგომ განვითარებაში.