ჭელიძე ვლადიმერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვლადიმერი ჭელიძე-დან)
ჭელიძე ვლადიმერი (1906 – 1978) — ქართველი მათემატიკოსი. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიას. მან განიხილა საკმაოდ ფართო კლასები კრებადი მწკრივებისა, რომელთა კერძო ჯამთა ორმაგი მიმდევრობა შემოსაზღვრული არაა. ვ. ჭელიძეს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული მრავალი ცვლადის ფუნქციათა ინტეგრალურ გარდაქმნათა თეორიაში და ჯერად ინტეგრალთა შეჯამებადობის საკითხებში. მან ააგო ფართო აზრით დანჟუასს ორმაგი ინტეგრალის (დანჟუა – ჭელიძის ინტეგრალის) თეორია; აგრეთვე ფურიეს ორმაგ მწკრივთა თეორიაში მიიღო შეჯამებადობისა და თითქმის ყველგან კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობები. შეისწავლა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანა სივრცის შემთხვევაში. განაზოგადა ჰარისა და დიუბუა – რაიმონის კლასიკური შედეგი.