ჭანუყვაძე ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვლადიმერ ჭანუყვაძე-დან)
ვლადიმერ ჭანუყვაძე – (1929-2003), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი, დაიბადა სოფელ შემოქმედში (ოზურგეთის რაიონი); 195) წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.
ვ. ჭანუყვაძის სამეცნიერო კვლევის ინტერესებს შეადგენდა შრომის განვითარების კანონზომიერებანი, პიროვნების თავისუფლების, საზოგადოების პოლიტიკური მართვის პრობლემები.
თხზულებები
- „პოლიტოლოგიური დიალოგი“ (თბილისი, 1998);
- „პოლიტოლოგია“ (თბილისი, 1996, თანაავტორი).