დვალი ზაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზაზა დვალი-დან)
დვალი ზაზა – დაიბადა 1963 წლის 19 ივლისს ქ. ამბროლაურში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1985).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა (1985-95);
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში (1995-99).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის ადამიანის უფლებათა და პეტიციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი.