კოსტავა ზაურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზაურ კოსტავა-დან)
ზაურ კოსტავა – დაიბადა 1953 წლის 27 იანვარს ოზურგეთში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1978). სამხედრო სამსახური (1972-74).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სამშენებლო-სარემონტო ორგანიზაციებში; (1986-90).
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).