ჭარბი სიფხიზლე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზესიფხიზლე-დან)
ჭარბი (ზე)სიფხიზლე - (სიფხიზლის ამაღლებული დონე), (hypervigilance), გარე სამყაროში საფრთხის ნიშნების მუდმივი ძებნით გამოხატული ჭარბი სიფხიზლის მდგომარეობა.
ხშირად აღინიშნება პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობის დროს, პარანოიდული სტრუქტურის მქონე პირებში, ძალადობის ან მშობლების მხრიდან ცუდი მოქცევის შედეგად ბავშვებში, აგრეთვე, ფსიქოაქტიური საშუალებების ზოგიერთი ფორმით მიღებისას.