კუკავა ზვიად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზვიად კუკავა-დან)
ზვიად კუკავა – დაიბადა 1978 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2000); ასპირანტურა (2001-2003).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.
- მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურაში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2009-2012) პარტიული სიით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.