არსოშვილი ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზურაბ არსოშვილი-დან)
ზურაბ არსოშვილი – დაიბადა 1978 წლის 21 იანვარს თბილისში.
განათლება – თსუ ისტორიის ფაკულტეტი (2005).
სამუშაო გამოცდილება
- შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროები (2007-2008);
- ქ. თბილისის მერიაში (2008).
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2009): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
- საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2009-2010);
- შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი (2010-2011);
- ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე (2011-2012).