ერისთავი ზურაბ (არაგვის ერისთავი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზურაბ ერისთავი (არაგვის ერისთავი)-დან)
ერისთავი ზურაბ – (1591-1629), არაგვის ერისთავი. ნუგზარ არაგვის ერისთავის ძე.
ფშავ-ხევსურულ სიტყვიერებაში დახასიათებულია როგორც ვერაგი და მრისხანე ფეოდალი. დამორჩილებისა და დახარკვის მიზნით ხშირად ლაშქრავდა ფშავ-ხევსურეთს. თავისუფალი მთიელები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ და არაერთი მარცხი აგემეს. თავგასულობის გამო იგი ღალატით მოაკვლევინა სიმამრმა თეიმურაზ I.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- ა. შანიძე, ხალხური პოეზია, 1931, გვ. 299;
- ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935, გე. 32.