ზოიძე ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზურაბ ზოიძე-დან)
ზოიძე ზურაბ − (1959 − 2014), პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა სოფელ ახალდაბაში (შუახევი) გამოცემული აქვს 29 წიგნი, მათ შორისაა: „ლექსები, ბალადები, სონეტები” (2004), „წელიწადის დროები” (2015).
- * * *
- ვზივარ და ვითვლი ჩადენილ ცოდვებს,
- საკუთარ ცოდვებს და არა სხვათა,
- მეგონა, ვიყავ ყველაფრის მცოდნე,
- მაგრამ არ ვიცი, რად მიღალატა
- მეხსიერებამ, რომლითაც ვიყავ
- სავსე პირთამდე და ვგრძნობდი მტკიცედ,
- რომ წუთისოფლის ყველა იგავი
- ამ აოხრებულ გულივით მიცემს.