რთველიაშვილი ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზურაბ რთველიაშვილი-დან)
რთველიაშვილი ზურაბ − (1967-2021), პოეტი, მულტიმედია არტისტი, პერფორმერი. დაიბადა ყარაღანდაში (ყაზახეთი). დაამთავრა თსუ; 2009 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს შვედეთში. გამოცემული აქვს კრებულები: „ირექცია“, „აპოკრიფი“ „ანარქია“, „პოეზიის დიქტატურა” (შვედურ ენაზე).
- მე ვარ ვენახი
- ყური დამიგდე, შენ კი არა,
- მე ვარ ვენახი!
- ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
- მჩატე სხეულზე,
- ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,
- ყურძნის ტევრი ვარ,
- საწნახელში გამომწყვდეული.
- კარგად შემხედე, შენ კი არა,
- მე ვარ ვენახი!
- ზვრები გავცურე, რომ
- დამედგა თავზე გვირგვინი.
- სტროფებს ვაფეთქებ, როგორც
- ნაღმებს ვისვრი ხელაღმა!
- არ სცდება მიზანს
- ცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.
- ყური დამიგდე, შენ კი არა,
- მე ვარ ვენახი!
- ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
- მჩატე სხეულზე.
- სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი –
- ყურძნის ღმერთი ვარ,
- საწნახელში გამომწყვდეული.