ქარუმიძე ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზურაბ ქარუმიძე-დან)
ზურაბ ქარუმიძე – დაიბადა 1948 წლის 17 ივნისს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1972).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას.
- კასპის სასურსათო კომბინატი, დირექტორის მოადგილე (1991-1994)
- მთაწმინდის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, ფიზიკური დაბეგვრის განყოფილების გამგე (1994-1996)
- კასპის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1996)
- კასპის რაიონის გამგებელი (1996-1999)
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №30 კასპის საარჩევნო ოლქი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.