გველესიანი თამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თამაზ გველესიანი-დან)
თამაზ გველესიანი – დაიბადა 1956 წლის 10 მაისს ხარაგაულის რაიონის სოფელ თეთრაწყაროში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1982). სამხედრო სამსახური (1974-76).
სამუშაო გამოცდილება – საქმიანობდა სამეურნეო სფეროში.
- წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი;
- პოლიტიკური ბლოკის - „მრგვალი მაგიდა“ ერთ-ერთი დამფუძნებელი (1990);
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, №125 ახალგორის საარჩევნო ოლქი, მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის წევრი;
- საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი (1990-91).