ლომიძე თამარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თამარ ლომიძე-დან)
ლომიძე თამარ — (1969), პოეტი და მხატვარი. სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა. თამარ ლომიძის პირველი პერსონალური გამოფენა და პოეზიის საღამო მოეწყო 1993 წელს. გამოცემული აქვს კრებულები: „მოვედი, ერთი სიტყვა რომ მეთქვა” (1995), „ჟამი კვირტობის”, „ზღვარი”, „მე სხვა ცას ვეძებ”. 1995 წლიდან თარგმნის; ნორვეგიული ენიდან თარგმნილი აქვს საბავშვო ნაწარმოები — თურბიორნ ეგნერის საბავშვო წიგნი „კარიუსი და ბაქტუსი” (2010), აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზებას საზღვარგარეთ.
- დ. ა. -ს
- ქარში იფრინა ჩემმა თოლიამ,
- ცაში აუშვა სულის აფრები...
- რაც კი უბეში ცეცხლი მქონია
- ზღვას შეალეწა ამაყი ფრთებით...
- გზაარეული ნისლივით შესვა
- მთაში დაჭრილი ირმის ბღავილი...
- იასამნების მომიძღვნა ზეცა
- უფლის თვალით თუ ქარვის ყვავილით.
- დამამსხვრევინა ძვლების გალია,
- ამაშლევინა ხარაჩოები...
- - ახია ჩემზე!.. და ალალია...
- შემოსეული ყაყაჩოები!