ნინოშვილი თამარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თამარ ნინოშვილი-დან)
თამარ ნინოშვილი – დაიბადა 1974 წლის 21 ოქტომბერს თბილისში.
განათლება – პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა (1997), დოქტორანტურა.
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარიზის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის ქართული ენის კათედრაზე (1995-98);
- პარლამენტის ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ წამყვანი სპეციალისტი (1998).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრი.