ხოჯამინასოვი თარხან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თარხან ხოჯამინასოვი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხან აგამალის ძე ხოჯამინასოვი − სომეხი თავადი (28.05.1825–1909), ინჟინერ-გენერალი (24.02.1897).

დაიბადა ტფილისში. განათლება მიიღო მთავარ საინჟინრო სასწავლებელში 1843 წელს და მთავარი საინჟინრო სასწავლებლის ოფიცერთა კლასებში 1845 წელს.

1845 წელს ჩაირიცხა საინჟინრო კორპუსში, ტფილისში დანიშვნით. დიდხანს მსახურობდა კავკასიაში. იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი. მონაწილეობდა (1853-1856) წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში. ჯარში მსახურობდა 1839 წლიდან, ხოლო 1849 წლიდან ოფიცრად.

1857-1865 წლებში მსახურობდა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარი შტაბის საინჟინრო განყოფილების უფროსად.

1864 წლის 9 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1875 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1865-1875 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო უწყების ინსპექტორად.

1882 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა გენერალ-ლეიტენატის სამხედრო წოდება.

1875-1897 წლებში ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებთან და იყო მიწერილი საინჟინრო კორპუსთან.

1897 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანების გამო, მუნდირით და პენსიონით.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანის ლავის II (იმპერატ. გვირგვ.-1859) და I ხარ.(1879),
წმ.ანას III (1852), II (იმპერატ. გვირგვ.-1866) და I ხარ.(1884),
წმ. ვლადიმერის IV (მახვილებით და ბაფთით -XXV -წლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის - 1869), III (1872) და II ხარ. (1890) და თეთრი არწივის (1893) ორდენებით.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები