ცერცვაძე თეიმურაზ (პოლიტიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თეიმურაზ ცერცვაძე (პოლიტიკოსი)-დან)
თეიმურაზ ცერცვაძე – დაიბადა 1971 წლის 2 ივლისს ზესტაფონში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი (1993); ასპირანტურა (1998).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საგადასახადო სისტემაში (1993-2002).
- ადგილობრივ მმართველობაში (2003-2004).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქი, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.