აბაშიძე თეკლე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თეკლე აბაშიძე-დან)
აბაშიძე, თეკლე ნიკოლოზის ასული (დ. 6 ივლისი, 1876 - გ. 21 სექტემბერი, 1961 ) – საზოგადო მოღვაწე, კიტა აბაშიძის მეუღლე. მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომელთაც თაოსნობდნენ მისი მამიდა – მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანი და კიტა აბაშიძე. მაგალითად, იყო თბილისის ქართული სკოლის უფასო სასადილოს კომიტეტის წევრი, ქუთაისის ქალთა პირველი ქართული სკოლის, „სინათლის“, დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე და სხვ.
წყარო:
პირადი განცხადება საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე პერსონალური პენსიის დანიშნვის თხოვნით, 1948 წ.