ბაგრატიონი თეკლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თეკლე ბატონიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეკლე ბატონიშვილი

ბაგრატიონი (ბატონიშვილი) თეკლე (1766-1846) - პოეტი. ერეკლე მეფის ასული. ყურადღებას იქცევდა როგორც განათლებული და გონიერი ქალი. მონაწილეობას ღებულობდა ქვეყნის პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა დახმარებისა და მხარდაჭერისთვის გადაასახლეს კალუგაში, სადაც ერთ წელზე მეტი დაყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვლავ თბილისის კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრების ცენტრში აღმოჩნდა. ჩვენამდე მოაღწია თეკლე ბატონიშვილის რამდენიმე ლექსმა: „რად გიკვირს პატიმრის მწუხარებანი“ ანუ „პასუხად ქეთევან ბატონიშვილს“, „ყოველთა მოდასეთა დაისრეს გული“, „მოვახსენებ ყოველთა აზიელთ ერთა“. მის ლექსებში გამოხატულია პროტესტი რუსეთის ხელისუფლების მიმართ და ღრმა სევდა დაკარგული დიდების გამო. თეკლე ბატონიშვილის ლექსებში, ისევე როგორც სხვა ბატონიშვილების პოეზიაში, ქართული რომანტიზმის ძირებს ხედავენ.

ტექსტი

  • ქართული მწერლობის ანთოლოგია, II, 1928 [[1]].

ლიტერატურა

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები