კალანდაძე თენგიზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თენგიზ კალანდაძე-დან)
თენგიზ კალანდაძე – დაიბადა 1940 წლის 1 ივნისს აბაშის რაიონის სოფელ პირველ მაისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეურნეო-ადმინისტრაციულ საქმიანობას.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) - №8.63 აბაშის საარჩევნო ოლქი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (2002-2004): მაჟორიტარი, №63 აბაშის საარჩევნო ოლქი. დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.