კუბლაშვილი თენგიზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თენგიზ კუბლაშვილი-დან)
თენგიზ კუბლაშვილი – დაიბადა 1941 წლის 14 თებერვალს ხაშურში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1975). სამხედრო სამსახური (1960-63).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, გლდანის ავჭალის №24 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).