ხახვა თენგიზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თენგიზ ხახვა-დან)
თენგიზ ხახვა – დაიბადა 1952 წლის 3 თებერვალს ბათუმში.
განათლება – ბელორუსიის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1973).
სამუშაო გამოცდილება
- პარტიულ-სამეურნეო საქმიანობა.
- აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1986-89).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): პრეზიდიუმის წევრი, მაჟორიტარი, ხელვაჩაურის ახალშენის №116 საარჩევნო ოლქი.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი (1991-95).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).