ჯეფერსონი თომას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თომას ჯეფერსონი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თომას ჯეფერსონი

თომას ჯეფერსონი – (ინგლ. Thomas Jefferson; დ. 13 აპრილი, 1743 – გ. 4 ივლისი, 1826), ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 პრეზიდენტი.

მიიღო მრავალმხრივი განათლება. 1769-74 – ვირჯინიის საკანონმდებლო კრების დეპუტატი; 1775 – კონტინენტური კონგრესის დეპუტატი. დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776) ავტორი. მას ეკუთვნის „სტატუსი რელიგიური თავისუფლებისათვის“, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფაზე. 1779-81 – ვირჯინიის გუბერნატორი; 1785-89 – აშშ-ის ელჩი პარიზში; 1790-93 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

თომას ჯეფერსონი XVIII ს-ის განმანათლებელთა მემარცხენე რევოლუციური ფრთის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მოითხოვდა აგრარული საკითხის დემოკრატიულ გადაწყვეტის, მონობის გაუქმებასა და მთელი ხალხისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭებას. ვაშინგტონის მთავრობასთან უთანხმოების გამო ჯეფერსონი გადადგა და სათავეში ჩაუდგა ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიას. 1796 ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 1801-09 – აშშ-ის პრეზიდენტად. მისი მთავრობის დროს გაუქმდა წინა მთავრობის მიერ მიღებული რეაქციული კანონები, შემცირდა არმია და ფლოტი, სახელმწიფო აპარატი. საფრანგეთისაგან შეიძინა ლუიზიანა (1803) და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან (1808-09). პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები