ფიფია თორნიკე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თორნიკე ფიფია-დან)
თორნიკე ფიფია – (დ. 9 სექტემბერი, 1955, წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარი — გ. 14 ოქტომბერი, 2007).
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი (1979); ასპირანტურა.
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას;
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992);
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-93): საკომპენსაციო სიით, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია;
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, წალენჯიხის №68 საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის წევრი.