კუბლაშვილი იაგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იაგო კუბლაშვილი-დან)
იაგო კუბლაშვილი – დაიბადა 1950 წლის 24 აპრილს ხაშურში.
განათლება – თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი (1988).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში.
- საქმიანობდა კერძო ბიზნესში (1992-2001).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.