ალიბეგაშვილი იანო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იანო ალიბეგაშვილი-დან)
იანო ალიბეგაშვილი - (15. X. 1963, ყაზბეგი), ქართველი მომღერალი (სოპრანო).
მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში. 1980-იდან სწავლობდა თეორიულ, ხოლო 1982-იდან ვოკალურ განყოფილებებზე. 1984-იდან ეუფლება ვოკალურ ხელოვნებას თბილისის კონსერვატორიაში (პროფ. იულია ფალიაშვილი). 1989 პრემია მოიპოვა ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში (ესპანეთი). 1991-იდან ცხოვრობს იტალიაში, ქ. ოზიმოში, სადაც გაიარა ვოკალური დაოსტატების კურსი ადგილობრივ ვოკალურ აკადემიაში (ჰროფესპრი მელანი). ფლობს იშვიათი სილამაზის ტემბრის ხმას. კონტრაქტებით მღერის ევროპისა და ამერიკის უდიდესი თეატრების სცენებზე მრავალფეროვანი რეპერტუარით (ძირითადად, ვერდის და პუჩინის ოპერები).