ჯაჭვაძე იზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იზა ჯაჭვაძე-დან)
ჯაჭვაძე იზა – (1945–2021), ქართველი პოეტი და ჟურნალისტი. გაზეთ „კავკასიის“ დამფუძნებელი, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „გვედრებ“, „ნისლივით მთასა ვკიდივარ“, „მიყვარხარ, მთაო ტიალო“, „ცრემლის ყელსაბამი“, „სახლობანას თამაში“, „მთაში დაისის შემოდის ფერი“.
- დედა!
- ბილიკები, ბილიკები დაკიდული,
- ძეძვიანი, ღელეები, ტყე და –
- საღამოჟამს თბილ ბუხართან მიყუჟული
- მოწყენილი, სევდიანი დედა.
- ვერ გავექეც იმ შორეულ მოგონებებს,
- ვცადე, მაგრამ ვერ გავექეც ვერსად,
- ცხადი იყო თუ სიზმარი – ჩამესმოდა
- ზვარლის მოლზე ღამეული კვნესა.
- მელანდება ის ზამთარი, ის ზღაპარი,
- ხუთკუნჭულას შეჭიდება დევთან,
- მენატრება – შოთი პურის სასესხებლად
- მეზობლისას რომ მგზავნიდი, დედა!