ალხაზიშვილი ილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ილია ალხაზიშვილი-დან)
ალხაზიშვილი ილია – (1853-1921), ხალხოსნური იდეებით გატაცებული მწერალი-პუბლიცისტი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჯავახეთში (ქ. ახალქალაქი). აქვეყნებდა წერილებს ჯავახთა ყოფა-ცხოვრებაზე სიძველეებზე. აღსნიშნავია მისი წიგნი „ბუნება და ცხოვრება“, სადაც ჯავახური ყოფის დასახასიათებლად მიმართავს ხალხურ ლექსებს, თქმულება-გადმოცემებს აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს.
ლიტერატურა
კახაბერი, სამწერლო ასპარეზზე მოღვაწე ილია ალხაზიშვილი, განათლება, №1, 1916