ჭყონია ილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ილია ჭყონია-დან)
ჭყონია ილია – (1860 – 1940), ქართველი მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი. დაიბადა ოზურგეთში. 1877 წლიდან თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან, აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს; 1895-1898 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი „მეურნე“ (იქვე დააარსა ქართული სტამბა სადაც მრავალი წიგნი იბეჭდებოდა), 1907 წელს – „სიმართლის გზა“; 1910 წელს შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა „სიტყვის კონა“, რომელიც წინასიტყვაობა დაურთო ნიკო მარმა; 1886 წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა ვახტანგ მეექვსის მიერ სპარსულიდან თარგმნილი „ქილილა და დამანა“; მან ქართულ ენაზე აამეტყველა პუშკინის, ლერმონტოვის, კრილოვის, ჰაინეს, სენკევიჩის ნაწარმოებები;