სიმპტომების განზრახ გამოწვევა ან იმიტაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იმიტაციური აშლილობა-დან)
სიმპტომების განზრახ გამოწვევა ან იმიტაცია - (F68.1), (international production of feigning of symptoms), პიროვნებისა და ქცევის აშლილობა უფროსებში, რომლის დროსაც ინდივიდი არაერთხელ და ჯიუტად ახდენს სიმპტომების იმიტაციას; მას შეუძლია თავიც კი დაისახიჩროს იმისათვის, რათა დაავადების სიმპტომები გამოიწვიოს.
სიმულანტის მოტივაციისაგან განსხვავებით, დაავადებული პიროვნების მოტივები აშკარა არ არის და შიდა ხასიათს ატარებს. ისინი მიზნად ისახავენ ავადმყოფის როლში გამოსვლას ან დაავადების შესაფერისად მოქცევას. ეს გამოვლინებები ხშირად შეესაბამება პიროვნებისა და ურთიერთობების გამოხატულ აშლილობებს.
იხილე აგრეთვე
- სინდრომი, მიუნჰაუზენის
- „საავადმყოფოს კალია“
- „მომთაბარე“ ავადმყოფი