გოგიბერიძე ინგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ინგა გოგიბერიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინგა გოგიბერიძე – ქართველი პროზაიკოსი. დაიბადა 1979 წლის 19 აპრილს, ქალაქ ბათუმში. 1986 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. ბათუმის №91 საშუალო სკოლა. 1991 წელს წითელ დიპლომზე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1991-2004 წლებში მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროში, კადრების განყოფილების უფროსად.

აჭარის ტელევიზიის დაარსებიდან ერთი წელი იმუშავა საინფორმაციო გამოშვების წამყვანად.

2005 წლიდან მუშაობს საბიბლიოთეკო სისტემაში. აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად.

ინგა გოგიბერიძე – პროზაიკოსი, ექვსი წიგნის ავტორი, ცხრა ლიტერატურული კრებულისა და მშობლიური ქალაქისადმი მიძღვნილი ორი ლიტერატურული კრებულის რედაქტორ-შემდგენელი და პროექტ „ბათუმის“ ავტორია.

ნომინანტია ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემიისა „ქალი, რომელიც ბავშვს უკითხავს წიგნებს“

წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები