მუხრანბატონი იოანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იოანე მუხრანბატონი-დან)
იოანე მუხრანბატონი კონსტანტინეს ძე – (1755-1800), ქართლ-კახეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე მე-18 ს-ის უკანასკნელ მეოთხედში, ერეკლე II-ის სიძე (ქეთევანის მეუღლე). მონაწილეობდა 1783 ტრაქტატის გაფორმებაში. როგორც ერეკლე II-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, გ. ჭავჭავაძესთან ერთად ხელი მოაწერა ტრაქტატს ქ. გეორგიევსკში, 1784-დან ეკავა სახლთუხუცესის თანამდებობა. იყო ერევნის სახანოს მოურავი- „ღუბერნატორიც“.