ცისკარიშვილი იობი
ცისკარიშვილი იობ პავლეს ძე – წარმოშობით წოვა-თუში. დაბადა XIX საუკუნის ათიან წლებში სოფელ ალვანში (ახმეტის რაიონი), გარდაიცვალა 1877 წელს. 1860-იან წლებში თიანეთის სასულიერო ადმინისტრაციას ედგა სათავეში. იყო ნათლია ვაჟა-ფშაველასი. ავტორი წოვა-თუშური ენის პირველი გრამატიკისა. პირადი ნაცნობობა და მიმოწერა ჰქონდა მარი ბროსესთან და ა. შიფნერთან (Ленинград, Апхив ИВ АН CCCP, разряд ll, опись № 2 და No №20). საენათმეცნიერო მასალების გარდა, იობი 1847-1848 წლებში მათ უგზავნიდა ქართული ხალხური, კერძოდ, თუშური, სიტყვიერების ნიმუშებს. (И. Сливицкий, «О литературных занятиях священника Цискарова, и коечто о грузинских монастырях», «Кавказ», 1850, №7, «Библиография», А. Шифнер, «Характеристика Тушинского языка», «Kaвкaз», 1855, №12).
ე. არჯევანიძე
ლიტერატურა
ე. არჯევანიძე, გაზეთ „კავკაზის“ ქართული ფოლკლორული მასალებიდან (თუშური ხალხური ლექსები ცისკარიშვილებისეული პირველჩანაწერები), პუშკინის სახ. თბ. პედ. ინსტ. შრომები, ტ. 21, 1957.